Cart 0

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

წესები და პირობები


კეთილი იყოს თქვენი მობრძანება შპს ,,მინისო ჯორჯია“-ს ინტერნეტ მაღაზიის ვებ-გვერდზე! აღნიშნულ ვებ-გვერდზე გათვალისწინებული მომსახურების მიღებისას, მისი მეშვეობით პროდუქციის შეძენისას თქვენ ავტომატურად ეთანხმებით შემდეგ პირობებს:

  • გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

1.1. ,,მინისო ჯორჯია“ – შპს ,,მინისო ჯორჯია“ (შემდგომში ასევე, როგორც ,,კომპანია“, ,,მოვაჭრე“);

1.2. ,,ინტერნეტ მაღაზია“ – ინტერნეტ, დისტანციური მაღაზია, რომელიც წარმოადგენს შპს ,,მინისო ჯორჯია“-ს საკუთრებას და რომლის ვებ-გვერდს, საიტს წარმოადგენს https://miniso.ge/ (ელექტრონული მისამართი);

1.3. ,,საქონელი“, ,,პროდუქცია“ -,,მინისო ჯორჯია“-ს ვებ-გვერდზე რეალიზაციის მიზნით განთავსებული საქონელი;

1.4. ვებ-გვერდის ,,დამთვალიერებელი“, ,,ვიზიტორი“ – პირი, რომელიც ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით შედის ,,მინისო ჯორჯია“-ს საიტზე, მიუხედავად იმისა, გავლილი აქვს თუ არა ავტორიზაცია. 

1.5. ,,მომხმარებელი“ – პირი, რომელსაც ,,მინისო ჯორჯია“-ს ვებ-გვერდზე გავლილი აქვს რეგისტრაცია;

1.6. ვებ-გვერდზე ,,ავტორიზაცია“- ფუნქცია, რომელიც ვებ-გვერდის დამთვალიერებელს, პირს ,,მინისო ჯორჯია“-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ რესურსებზე წვდომის უფლებას ანიჭებს და აძლევს შესაძლებლობას, შექმნას საკუთარი პროფილი ,,მინისო ჯორჯია“-ს ვებ-გვერდით სარგებლობის მიზნით;

1.7. ,,მომხმარებლის გვერდი“ – ,,მომხმარებელი” რეგისტრაციის გავლის შედეგად, ვებ-გვერდზე არსებული ქვე-გვერდი, რომელიც მოიცავს ამ ,,მომხმარებლის” პროფილში შეყვანილ ინფორმაციას, მის მიერ განხორციელებულ შეკვეთებსა და სხვ.;

1.8. ვებ-გვერდზე ,,რეგისტრაცია“ – სპეციალური პროცედურის გავლა პირის მიერ ,,მინისო ჯორჯია“-ს ვებ-გვერდზე, რაც აღნიშნულ პირს ინტერნეტ მაღაზიის საიტზე ავტორიზაციის გავლის შესაძლებლობას ანიჭებს; 

1.9. ,,პერსონალური ინფორმაცია“ – ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია;

1.10. ,,პროფილი“ – რეგისტრაციისას ,,მომხმარებელზე” შევსებული და სპეციალურ განყოფილებაში განთავსებული ინფორმაცია;

1.11. ,,ქარხნული შეფუთვა’“ – პროდუქციის რეალიზაციისათვის განსაზღვრული შეფუთვა;

1.12. ,,მინისო ჯორჯიას შეფუთვა“ – შეფუთვა, რომლითაც პირი პროდუქციას მიიღებს ,,მინისო ჯორჯია“-საგან გარდა სატრანსპორტო კომპანიის კონვერტისა (ან სხვა რაიმე სახისა თუ ფორმის შეფუთვა პროდუქციის ტრანსპორტირების მიზნით). თუკი ასეთ შეფუთვას გააჩნია მისი დაზიანების გარეშე გასახსნელად სპეციალურად განსაზღვრული ადგილი ან საშუალება, დაზიანებულ შეფუთვად ჩაითვლება გახეული, გაჭრილი ან სხვა ნებისმიერი გზით მთლიანობადარღვეული შეფუთვა, გარდა აღნიშნულისა; 

1.13. ,,სასაქონლო სახე“ – ,,მყიდველისათვის” პროდუქტის ისეთი სასურველი ფიზიკური, ვიზუალური და ფუნქციური მდგომარეობა, რომელიც არსებობდა უშუალოდ მწარმოებლის მიერ პროდუქტის გამოშვებისას;

1.14. ,,სატრანსპორტო კომპანია“ – კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს ,,მომხმარებლის” მიერ ,,მინისო ჯორჯიას“ საიტზე შეკვეთილი საქონლის ტრანსპორტირებას ,,მომხმარებლამდე” და კისრულობს პასუხისმგებლობას პროდუქციის დროულად მიწოდებაზე კომპანიის ან/და ქარხნული შეფუთვისა და სასაქონლო სახის შეულახავად;

1.15. ,,დისტანციური ხელშეკრულება“ – ,,კომპანიასა” და ,,მომხმარებელს” შორის დადებული ხელშეკრულება, დისტანციური კომუნიკაციის ერთი ან რამდენიმე საშუალების გამოყენებით, რომელიც არ მოითხოვს ,,მომხმარებლისა” და მოვაჭრის ფიზიკურ თანაყოფობას. ინტერნეტ-მაღაზიაში შეკვეთის განთავსება მიიჩნევა დისტანციურ ხელშეკრულებად.

 

  • კომუნიკაცია ელექტრონული ფორმით
  1. . ,,მომხმარებლის” მიერ ვებ-გვერდზე გაგზავნილი შეტყობინება, შეკვეთის განთავსება ითვლება ელექტრონული კომუნიკაციის დამყარებად, რაც ,,მინისო ჯორჯია“-ს მხრიდან შეტყობინებაზე ასევე ელექტრონული ფორმით გამოხმაურების საწინდარია. 
  2. .,,მინისო ჯორჯია“-ს მხრიდან აღნიშნული ელექტრონული კომუნიკაცია შესაძლოა განხორციელდეს ან ,,მომხმარებლის” ელ. ფოსტაზე მიწერის გზით, ან თუკი ,,მომხმარებელს” ავტორიზაცია გავლილი აქვს facebook-ის საშუალებით – facebook-ზე მიწერის გზით, ან/და შესაბამის განყოფილებაში ინფორმაციის (პასუხის) გამოქვეყნებით.
  3. .,,მინისო ჯორჯიასთან“ ელექტრონული კომუნიკაციის დამყარების დროს ,,მომხმარებელი” ეთანხმება, რომ მის მიერ მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია სწორია და ამ ელექტრონულ კომუნიკაციას გააჩნია წერილობითი დოკუმენტის ძალა, შესაბამისად, ის ჩაითვლება მხარეთა შორის ოფიციალურ მიმოწერად, რაიმე დავისა თუ პრეტენზიის წარმოშობის შემთხვევაში.
  4. . ,,მომხმარებელს” ნებისმიერ დროს აქვს საშუალება შეცვალოს, შეასწოროს, დაამატოს, წაშალოს ან გააუქმოს მის მიერ ,,მინისო ჯორჯია“-ს ვებგვერდზე მიწოდებული ინფორმაცია.

 

  • მიწოდებისა და მიტანის პირობები, ფასები და პერიოდი

3.1. ,,მინისო ჯორჯია“-ს ვებ-გვერდზე განხორციელებული შეკვეთების ,,მომხმარებლამდე” მიტანას  ახორციელებს ,,მინისო ჯორჯია“-ს მიერ დაქირავებული სატრანსპორტო კომპანია.

3.2. სტანდარტული მიწოდების ვადები და პირობები:

3.2.1. თბილისი: საორიენტაციოდ  1-2 დღის განმავლობაში, მიწოდების ღირებულება – 5 ლარი;

3.2.2. რეგიონები: საორიენტაციოდ 2-5 დღის განმავლობაში, მიწოდების ღირებულება – 5 ლარი. 

3.2.3. 100 (ასი) ლარის ან მეტი ღირებულების პროდუქციის შეძენისას მიწოდება ხდება უფასოდ.

3.2.4. ,,მომხმარებელს” არ წარმოეშობა წინასწარი გადახდის ვალდებულება, თუკი ,,მომხმარებლის” მიერ თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს შეკვეთილი პროდუქციის მიტანის ადგილზე – კურიერის მფლობელობაში არსებული სალარო აპარატის/ტერმინალის საშუალებით.

3.3.,,მომსახურების” განხორციელების პროცესში, შესაძლოა წარმოიშვას რაიმე სხვა, გაუთვალისწინებელი ხარჯი, რომლის ანაზღაურებაზეც პასუხისმგებელია ,,მომხმარებელი”, მხოლოდ მასთან წინასწარი კომუნიკაციის დამყარებისა და მისი სათანადო ინფორმირების შემდეგ.

3.4. ,,მომხმარებლის” შეკვეთებს საკურიერო კომპანია მიიღებს ყოველი სამუშაო დღის ბოლოს და მიწოდება განხორციელდება 1-5 დღის განმავლობაში შეკვეთის, განხორციელების ადგილის შესაბამისად.

3.5. ,,მომხმარებლის” მიერ ვებ-გვერდზე შეძენილი პროდუქციის თავადვე გატანის სურვილის არსებობის შემთხვევაში, ის წინასწარ უნდა დაუკავშირდეს ,,მინისო ჯორჯიას“ საინფორმაციო სამსახურს (იხ. პუნქტი 4.1.) და აცნობოს ამის შესახებ. ამ უკანასკნელის თანხმობის შემთხვევაში კი, გაიტანოს პროდუქცია კომპანიასთან შეთანხმებული ფილიალიდან.

3.6 თუ ჩვენს სისტემაში თქვენს შეკვეთას აქვს სტატუსი – ,,ჩაბარებულია“, თუმცა ,,მომხმარებელს” არ მიუღია გზავნილი, მან დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს კომპანიას ამ ფაქტის შესახებ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: marketing@miniso.ge, და პრობლემის დაფიქსირების შემდეგ კომპანია იზრუნებს ნებისმიერი გაუგებრობის/ხარვეზის დროულად აღმოფხვრაზე.

 

  • პროდუქტის დაკარგვა-დაზიანების რისკი

4.1. ტრანსპორტირებისას გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, ,,მომხმარებელი” ვალდებულია, არ ჩაიბაროს სატრანსპორტო კომპანიისგან დაზიანებული შეფუთვით მიტანილი პროდუქცია და ამ ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სს ,,მინისო ჯორჯია“-ს მითითებულ ელ. ფოსტაზე: marketing@miniso.ge, ან დაუკავშირდეს საინფორმაციო სამსახურს ნომერზე: (+995) 577159565

4.2. დაზიანებული შეფუთვით მიტანილი გზავნილის, პროდუქციის ჩაბარების შემთხვევაში, ,,მინისო ჯორჯია“-ს არ ეკისრება და არც მომავალში არ წარმოეშობა ვალდებულება,განიხილოს წარმოქმნილი პრეტენზიები.

4.3. დაუზიანებელი შეფუთვით მიღებული დაზიანებული პროდუქციის ან შეცდომით მიღებული შეკვეთის შემთხვევაში, სასურველია, ,,მომხმარებელმა” გადაუღოს მიღებულ გზავნილს დაზიანების ან/და შეცდომის ამსახველი ფოტოსურათი და ამ ფაქტის შესახებ გაგზავნოს შეტყობინება შეთანხმების 4.1. პუნქტში მითითებულ ელ. ფოსტაზე.

4.4 ,,მომხმარებელმა” მიღებული ამანათი დაზიანებული შეფუთვით არ უნდა ჩაიბაროს. თუ შეფუთვა დაზიანებული არ არის, ,,მომხმარებელმა” ამანათი ჩაიბარა და თუ ნივთი დაზიანებული აღმოჩნდა , ის უნდა ეწვიოს ,,მინისო ჯორჯია“-ს ვარკეთილში მდებარე ფილიალს ყუთის ჩაბარებიდან 24 საათის განმავლობაში, კალოუბნის N8-ს, სადაც დადგინდება ნივთის დაზიანება ქარხნულია თუ მექანიკური და მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება.

 

  • საქონლის და თანხის უკან დაბრუნება

5.1. გაყიდული პროდუქციის უკან დაბრუნების პირობებს არეგულირებს ,,მომხმარებლის უფლებათა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი.

5.2. 2022 წლის 01 ივნისიდან ,,მომხმარებელს” უფლება აქვს, ონლაინ, დისტანციურად შეძენილი პროდუქცია, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე დააბრუნოს 14 კალენდარული დღის განმავლობაში, იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციას გააჩნია სასაქონლო სახე. ეს ვადა აითვლება:

ა) მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში − ხელშეკრულების დადებიდან;

ბ) ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში − ,,მომხმარებლის” ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან;

გ) ,,მომხმარებლის” მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − ,,მომხმარებლის” ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან;

დ) საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − ,,მომხმარებლის” ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა ნივთის მფლობელობაში პირველადი მიღებიდან.

5.3. ნივთის 14 კალენდარულ დღეში დაბრუნების უფლების წესი არ ვრცელდება იურიდიულ პირებზე/მეწარმე სუბიექტებზე. კერძოდ, მეწარმე სუბიექტებს (იურიდიულ პირებს) არ ენიჭებათ ნივთის 14 კალენდარულ დღეში დაბრუნების უფლება.

5.4. შეთანხმების 5.2. პუნქტში მითითებული პირობა არ ვრცელდება იმ პროდუქტებზე, რომლის ფასი არ აღემატება 30 ლარს.

5.5. პროდუქციის დაბრუნების შემთხვევაში თანხა ,,მომხმარებელს” დაუბრუნდება იმ ანგარიშზე საიდანაც ანგარიშსწორება იქნა განხორციელებული

5.6. ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში ,,კომპანიას” უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ პროდუქციას არ დაიბრუნებს.

5.7. დისტანციურ ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ,,მომხმარებელი“ ვალდებულია, გასწიოს საქონლის, პროდუქციის უკან დაბრუნების ხარჯი, თუკი საქონლის ბუნებიდან გამომდინარე, მისი ფოსტით დაბრუნება შეუძლებელია. ასევე, თუკი მან აირჩია უფრო ძვირადღირებული მომსახურების გაწევა, ან თუკი ,,მომხმარებლის“ მიერ ნივთის სარგებლობის შედეგად შემცირებულია საქონლის ფასი.

5.8. პროდუქციის დაბრუნების ტრანსპორტირების ხარჯს არ იხდის ,,მომხმარებელი“ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ნივთს, პროდუქციას აგზავნის ფოსტით, ან თუ ,,კომპანიამ“ თავად იკისრა ამ ნივთის წამოღება ან ,,მომხმარებელს“ არ მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ნივთის დაბრუნების შემთხვევაში, ეს ხარჯი წარმოიშობოდა.

5.9. ,,მინისო ჯორჯია“ თავად უზრუნველყოფს პროდუქციის მობრუნებასთან დაკავშირებულ ხარჯებს,  თუკი პროდუქციას აღმოაჩნდება ქარხნული დეფექტი. 

5.10. თუ ნივთს აღმოაჩნდება რაიმე სახის ტექნიკური (ქარხნული) წუნი, მომხმარებელმა უნდა ისარგებლოს საგარანტიო პირობებით.

5.11. პროდუქციის უკან დაბრუნებისას ,,მომხმარებელს“ სრულად აუნაზღაურდება ნივთში გადახდილი თანხა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ნივთის, საქონლის ფასი შემცირდა ,,მომხმარებლის“ მიერ ისეთი სარგებლობის შედეგად, რომელიც დაკავშირებული არ არის საქონლის ბუნების, მახასიათებლებისა და ფუნქციონირების დადგენასთან.

5.12. ,,მომხმარებელმა“ დასაბრუნებელი პროდუქცია, კომპანიის მიერ დაბრუნების ფორმის დადასტურების შემდეგ უნდა მიიტანოს დაბრუნების პუნქტში, რომლის მისამართსაც წარმოადგენს შემდეგი: ვარკეთილში არსებული ,,მინისო ჯორჯია“-ს ფილიალი, კალოუბნის N8.

5.13. ნივთი არ ექვემდებარება უკან დაბრუნებას თუ:

5.13.1. მიწოდებული პროდუქცია მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;

5.13.2. მას მიეწოდა ჰერმეტულად დაცული პროდუქცია, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა და, ამდენად, პროდუქციის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო. მაშასადამე, ნივთები როგორიცაა: გახსნილი ჰიგიენური ნივთები – ყურსასმენი, თეთრეული, კოსმეტიკა, სახის გამაჯანსაღებელი ნივთები, წვერსაპარსი, ეპილატორი, ტრიმერი, თმის საკრეჭი, წარბის საპარსი, პინცეტი, ფრჩხილის მოვლის ნაკრები, კბილის ჯაგრისი და ა.შ.

5.13.3. ნივთი არ არის სასაქონლო მდგომარეობაში, აკლია მაკომპლექტებელი, აღენიშნება ფიზიკური დაზიანება ან მასზე გააქტიურებულია ოპერაციული სისტემა;

5.13.4. ნივთები, რომელთა მიმართ არ არის დაცული ექსპლუატაციის პირობები;

5.13.5. ნივთები, რომელთა ნაკლის წარმოშობა ,,მომხმარებლის“ მიერ ნივთით სარგებლობისას წარმოიშვა და რომლის დაფარვას ან/და აღმოფხვრას თავად ,,მომხმარებელი“ შეეცადა და ისე წარმოადგინა დასაბრუნებლად;

5.13.6. კომპანიის მიერ პროდუქციის უკან დაბრუნება არ მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მას აღმოაჩნდება რაიმე სახის ფიზიკური, გარეგანი დაზიანება, დაზიანებული იქნება ქარხნული ყუთი/შეფუთვა, ან/და წაშლილი იქნება პროდუქტის საიდენტიფიკაციო კოდი;

5.14. პროდუქციის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ სრული კომპლექტაციით და დაუზიანებელი ქარხნული შესაფუთი მასალით. ასევე ,,მომხმარებელმა“ უნდა დააბრუნოს ყიდვის მომენტში არსებული აქციის  ფარგლებში მიღებული ნივთები, აქსესუარები, ელ. ვაუჩერები, რომლებიც უნდა დაბრუნდეს ან შეიცვალოს დასაბრუნებელ ნივთთან ერთად. თუ ვერ მოხდება აღნიშნული ნივთებისა თუ ვაუჩერების დაბრუნება, მათი ღირებულება გამოაკლდება ,,მომხმარებლისთვის“ ასანაზღაურებლად გათვალისწინებულ თანხას.

5.15. ,,მომხმარებელმა“ ნივთის უკან დაბრუნების შესახებ მოთხოვნა უნდა დააფიქსიროს ვებ-გვერდზე მითითებულ ნომერზე (იხ. პუნქტი 4.1), სოციალურ ქსელში, ვებ-გვერდზე განთავსებული მიმოწერის გრაფაში ან ელ. ფოსტაზე marketing@miniso.ge. მაშასადამე, მან უნდა მიაწოდოს ოპერატორს ინფორმაცია, სადაც მითითებული იქნება შემდეგი ინფორმაცია: შეძენის/შეკვეთის გაფორმების თარიღი, შემძენი/შემკვეთი პირის სახელი და გვარი, შეძენის დოკუმენტის ნომერი, დაბრუნების მიზეზი (სურვილის შემთხვევაში, მომსახურების მიღების გამარტივების ხელშესაწყობად).

5.16. შეკვეთის ტელეფონით კომუნიკაციის საშუალებით განხორციელების შემთხვევაში, ,,მინისო ჯორჯია“-ს წარმომადგენელი ჩაინიშნავს მისთვის მოსახერხებელ ,,მომხმარებლის“ საკონტაქტო ინფორმაციას, რომლის საშუალებითაც, შეკვეთის განხორციელებამდე, ,,მომხმარებელს“ გადაეგზავნება წინამდებარე ხელშეკრულება და საგარანტიო პირობები.

5.17. ნივთი, რომლის დაბრუნებაც ,,მომხმარებელს“ სურს, ,,გამყიდველის“ საწყობში მიტანამდე, მისი დაზიანების ან დაღუპვის რისკი ეკისრება ,,მომხმარებელს“;

5.18. ,,მომხმარებელი“ ვალდებულია შეინახოს ქვითრები, საფოსტო გზავნილის დოკუმენტი და ნომრები, როგორც ნივთის ,,გამყიდველისათვის“ გამოგზავნის მტკიცებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ,,მინისო ჯორჯია“ გაყიდულ პროდუქციას არ დაიბრუნებს.

 

  • პროდუქციის ღირებულება

6.1. ,,მინისო ჯორჯია“-ს ვებ გვერდზე მოცემული ფასები შეიცავს პროდუქციის ღირებულებასა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა გადასახადს.

6.2. სასურველი პროდუქციის შერჩევისა და შეკვეთის განსახორციელებლად არსებული ყველა საჭირო ველის შევსების შემდეგ, გადახდის ღილაკის არჩევისას, თქვენი ბარათიდან თანხის ჩამოჭრა მოხდება ავტომატურად.

 

  • პერსონალური ინფორმაციის დაცვა და გამოყენების ფარგლები
    1.  ,,მინისო ჯორჯია“ თავისი საქმიანობის განხორციელების დროს იცავს ,,მომხმარებლის“ პირად მონაცემებს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ქვემოთ მოცემულია პერსონალური ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა, გამოყენებულ იქნას  კომპანიის საქმიანობის განხორციელების მომენტში, ესენია: 
      1. ,,მომხმარებლის“ მიერ მოწოდებული ინფორმაცია, როგორიცაა მისამართი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ., რომელიც უზრუნველყოფს ,,მომსახურების“ ხარისხიანადა და მეტად კომფორტულად განხორციელების შესაძლებლობას.
      2. ელ. ფოსტა – კომპანიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიღების ,,მომხმარებლის“ მიერ დადასტურების მიზნით. ასევე, ,,მომხმარებლის“ მიერ ავტორიზაციის „facebook“-ის პლათფორმით გავლის შემთხვევაში, „facebook“-დან გარკვეული საჯარო ინფორმაცია შესაძლოა ასევე იქნას გამოყენებული ,,მომსახურების“ ხარისხის უზრუნველსაყოფად.
      3. ,,მინისო ჯორჯია“ ,,მომხმარებლისთვის“ სრულყოფილი მომსახურების გაწევის მიზნით, სარგებლობს სხვადასხვა საკურიერო და საბანკო სერვისით, რაც გარდაუვალს ხდის ამ უკანასკნელთათვის ,,მომხმარებელთან“ დაკავშირებული გარკვეული პერსონალური ინფორმაციის მიწოდებას, როგორიცაა პროდუქციის მიმღების სახელი და გვარი, პირადი ნომერი და მისამართი, აგრეთვე, საბანკო ანგარიშის ნომერი, შეკვეთის განხორციელების თარიღი და სხვ.
      4. მესამე პირისათვის ისეთი პერსონალური მონაცემის მოწოდება, რომელიც არ შედის 7.1.3. პუნქტის ჩამონათვალში, მოითხოვს მომხმარებლის წინასწარ წერილობით თანხმობას.

 

  • კომპანიის პასუხისმგებლობა
    1. ,,მინისო ჯორჯია“ არ არის პასუხისმგებელი ,,მომხმარებლის“ მიერ ინტერნეტ-მაღაზიის გამოყენებით, ან მისი გამოუყენებლობის შედეგად გამოწვეულ პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე.
    2. ნივთის გადაზიდვის შედეგად დამდგარ ზიანზე პასუხს აგებს უშუალოდ გადამზიდავი კომპანია, ,,მომხმარებელი“ კი ვალდებულია, ,,მინისო ჯორჯია“-ს მიაწოდოს ინფორმაცია ნებისმიერი არასასურველი, შემაფერხებელი გარემოების შესახებ, რაც შეკვეთილი პროდუქციის გადაზიდვასთანაა დაკავშირებული, რათა კომპანიამ გადამზიდავი კომპანიის მიმართ მოახდინოს შესაბამისი რეაგირება.
    3. ვებ-გვერდით სარგებლობისას ,,მომხმარებელი“ თავადვეა პასუხისმგებელი ვებ-გვერდის პირად მონაცემებთან სხვა პიროვნებების წვდომასა და დამდგარ შედეგებზე.

 

  •  მოხმარების წესებში ცვლილებების განხორციელება
    1. ,,მინისო ჯორჯია“-ს სტანდარტულ პირობებში შესაძლოა განხორციელდეს ცვლილებები საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის ცვლილებების შესაბამისად, რის შესახებ ,,მომხმარებლისათვის“ ინფორმაციის მიწოდების პირდაპირი ვალდებულებაც კომპანიას არ გააჩნია. სწორედ ამიტომ, ,,მომხმარებლის“ ინტერესს წარმოადგენს შეკვეთის განთავსებამდე ინტერნეტ მაღაზიის მოხმარების წესებთან გაცნობა და სასურველი ინფორმაციის მიღება.
    2. წინამდებარე შეთანხმებაში შესული ცვლილებები ამოქმედდება ,,მინისო ჯორჯია“-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებიდან მომდევნო დღეს.

 

  • კანონმდებლობა და დავის გადაწყვეტის წესი
    1. ,,მინისო ჯორჯია“-ს ინტერნეტ მაღაზიით სარგებლობისას ,,მომხმარებელი“ აცხადებს თანხმობას, რომ ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ,,მომხმარებელსა“ და კომპანიას შორის, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით და მის მიერ დადგენილი წესების დაცვით.

2022 წლის 01 ივნისს ამოქმედებული ,,მომხმარებლის უფლებათა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ახლადჩამოყალიბებული პირობების სპეციფიკიდან გამომდინარე, განმეორებით გაცნობებთ მნიშვნელოვან პირობებს, კერძოდ დისტანციური ხელშეკრულების არსებობისას:

  • ,,მომხმარებელს“ უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე  – 14 კალენდარული დღის განმავლობაში და ასევე საფუძვლის მითითების გარეშე დააბრუნოს შეძენილი ნივთი (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა).
  • ნივთის დაბრუნების მნიშვნელოვანი პირობას წარმოადგენს, რომ მას ქონდეს სასაქონლო სახე, ახლდეს ყველა მაკომპლექტებელი აქსესუარი, ყუთიც, დაუზიანებელი შეფუთვა.
  • ,,მომხმარებელი“ ვალდებულია, თავად უზრუნველყოს ნივთის დაბრუნება და გასწიოს მობრუნებასთან დაკავშირებული ხარჯები, თუკი შეუძლებელი იქნება მის მიერ შეძენილი პროდუქციის ფოსტით დაბრუნება, ან/და, თუკი ის აირჩევს უფრო ძვირადღირებულ მომსახურებას, ან/და, თუკი ,,მომხმარებლის“ მიერ ნივთის სარგებლობის შედეგად შემცირდება საქონლის ფასი. ჩამოთვლილ შემთხვევებში, თანხის უკან დაბრუნების დროს ,,კომპანიის“ მხრიდან ხდება მხოლოდ ნივთის ღირებულების დაბრუნება ან თანხის გამოქვითვა. 
  • 14 დღის განმავლობაში ნივთის დაბრუნების პირობა ვრცელდება მხოლოდ ისეთ ნივთებზე, რომელთა სარეალიზაციო ფასი აღემატება 30 (ოცდაათი) ლარს.
  • 14 დღიანი ნივთის დაბრუნების პირობა არ ვრცელდება მეწარმე სუბიექტებზე (მათ შორის, ინდ. მეწარმეებზე).

საგარანტიო  პირობები

,,მინისო ჯორჯია“ მადლობას გიხდით თქვენ მიერ გაკეთებული არჩევანისათვის და გილოცავთ შენაძენს!

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ საგარანტიო პირობებს, მომავალში შესაძლო გაუგებრობების თავიდან არიდების მიზნით.

  • ,,მინისო ჯორჯია“-ს მიერ საგარანტიო მომსახურების განხორციელება  გულისხმობს 2022 წლის 01 ივნისს ამოქმედებული ,,მომხმარებლის უფლებათა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში მითითებული პირობების  მიხედვით მოქმედებას. 
  • ფიზ. პირის მიერ შეძენილ პროდუქციაზე ვრცელდება 2 (ორი) წლიანი საგარანტიო პერიოდი, რაც მოიცავს ,,კომპანიის“ მიერ ყველა ხარჯის (მათ შორის, ფოსტის) გაწევას, რომლებიც საჭიროა საქონლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, თუკი სხვა პირობები არ არის მითითებული, და იანგარიშება ნივთის ,,მომხმარებლის“ მიერ მიღების დღიდან.
  • იმ პროდუქციაზე, რომლის ქარხნული ვადაც 2 (ორი) წელზე ნაკლებია, ვრცელდება უშუალოდ პროდუქციის ქარხნული საგარანტიო ვადები.
  • ,,სხვა პირობებში“ იგულისხმება შემდეგი პროდუქცია, ინდივიდუალურად განსაზღვრული საგარანტიო პერიოდებით: წვრილი ტექნიკის საგარანტიო პერიოდი მოიცავს 1 კვირას, მსხვილი ტექნიკის – 3 თვეს, ხოლო სხვა დანარჩენი – 24 საათს. 
  • თუ საქონელი ნაკლის მქონე აღმოჩნდა, საგარანტიო მომსახურების მისაღებად ,,მომხმარებელმა“   უნდა მიმართოს ვარკეთილში არსებულ ,,მინისო ჯორჯია“-ს ფილიალს, მდებარე კალოუბნის N8-ში.
  • ნივთის შეკეთება უნდა მოხდეს წარდგენიდან გონივრულ ვადაში (არ ითვლება ოფიციალური უქმე დღეები და შაბათ-კვირა), დაზიანების სპეციფიკის გათვალისწინებით;
  • ,,მომხმარებელს“, უფლება აქვს, მოვაჭრეს მოსთხოვოს ნაკლის აღმოფხვრა (საქონლის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, ფასის შემცირება) ან გავიდეს ხელშეკრულებიდან. ,მომხმარებელს“ უფლება აქვს, ,,კომპანიას“ მოსთხოვოს პროდუქციის უსასყიდლოდ შეკეთება ან შეცვლა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს, პროდუქციის ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლებელია ან არათანაზომიერ ან შეუსაბამოდ დიდ ხარჯს მოითხოვს.
  • ,,მომხმარებელს“ უფლება აქვს, მოითხოვოს საქონლის ფასის შემცირება ან უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ არსებობს ერთ-ერთი შემდეგი პირობა:

ა) პროდუქციის შეკეთება ან შეცვლა შეუძლებელია;

ბ) ,,კომპანიამ“ პროდუქცია გონივრულ ვადაში არ შეაკეთა ან არ შეცვალა და ,,მომხმარებელმა“ ხელშეკრულების შესრულებისადმი ინტერესი დაკარგა;

გ) ,,კომპანიის“ მიერ პროდუქციის შეკეთება ან შეცვლა ,,მომხმარებელს“ მნიშვნელოვან შეფერხებას შეუქმნის.

  •  იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად არათანაზომიერია ან შეუსაბამოდ დიდია ხარჯი, გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი პირობები:

 ა) პროდუქციის ან მომსახურების ფასი მისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შესაბამისობის შემთხვევაში;

ბ) პროდუქციის ან მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან შეუსაბამობის ხარისხი;

გ) პროდუქციის ნაკლის ,,მომხმარებლისთვის“ შეფერხების შექმნის გარეშე აღმოფხვრის ალტერნატიული შესაძლებლობა.

  • ,,მომხმარებელს“ არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ საქონლის ნაკლი უმნიშვნელოა.

ნივთი არ გადაიცვლება და მასზე არ ვრცელდება საგარანტიო პირობები თუ:

  • გასულია საგარანტიო ვადა.
  • არ არის წარმოდგენილი ქვითრები. 
  • ქვითრებში მითითებული მონაცემები შეცვლილი ან/და წაშლილია და ,,მომხმარებლის“ მხრიდან ადგილი აქვს არაკეთილსინდისიერების გამოვლენის ფაქტს.
  • ნივთს აღენიშნება ფიზიკური, ვიზუალური დაზიანების კვალი, დეფექტი, როგორიცაა: ნაკაწრი, ბზარი, ჩაჭყლეტილი, დამწვარი, დამდნარი, გახეული, გაგლეჯილი, დაქუცმაცებული, გაწელილი,  გაწყვეტილი, ამძვრალი, გატეხილი, ამოტეხილი, დეფორმირებული, დასვრილი ზონა.
  • პროდუქტის კომპლექტაცია სრულყოფილად არ არის წარმოდგენილი.
  • მოწყობილობა არ გამოიყენებოდა მისი დანიშნულების შესაბამისად და შეცვლილია პროდუქციის ქარხნული სერიული ნომერი.
  • დარღვეულია მწარმოებლის მიერ მოწყობილობაზე თანდართული შენახვისა და მოხმარების წესი.
  • დაზიანება გამოწვეულია ელექტრო გაუმართაობით.
  • თუ სახეზეა სხვა ისეთი გარემოება, რაც გამორიცხავს გამყიდველის პასუხისმგებლობას.
  • ნივთის შეცვლა დაშვებულია მხოლოდ ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში:
  • თუ ნივთს გახსნისთანავე (ყუთიდან ამოღებისთანავე) დაუფიქსირდა ვიზუალური დეფექტი, აღნიშნული ფაქტი ,,მომხმარებლის“ მხრიდან უნდა დადასტურდეს შესაბამისი ფაქტის ამსახველი ფოტოსურათის ,,მინისო ჯორჯია“-სთვის რომელიმე საკომუნიკაციო საშუალებაზე გადაგზავნის გზით.
  • ფილიალის მიერ ქარხნული დეფექტის არსებობის დადასტურების შემთხვევაში, ნივთი შეიცვლება ,,კომპანიის“ მიერ დადგენილი წესით.
  • თუ საგარანტიო ნივთი ვერ შეკეთდა რეკომენდებულ სერვის ცენტრში მიტანიდან გონივრულ ვადაში, ,,მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პირობების დაცვით .
  • მხოლოდ ონლაინ შეძენის დროს, ,,მომხმარებელ“ს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე  – 14 კალენდარული დღის განმავლობაში.  რა დროსაც მოქმედებს ,,ხელშეკრულების“ 5.9; 5.10 პუნქტის პირობები.
  • აღნიშნული პირობა არ ვრცელდება ისეთ ნივთებზე , რომლის სარეალიზაციო ფასი არ აღემატება 30 ( ოცდაათი) ლარს .

აღნიშნულის მიუხედავად,  გაცნობებთ, რომ მოცემული საგარანტიო პირობები ,,მომხმარებელს” არ უზღუდავს ,,მომხმარებლის უფლებათა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებული უფლებებით სარგებლობას!