Cart 0

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

მაღაზიათა ქსელი მინისო მსოფლიოს 100 ქვეყანაში, 5000-ზე მეტი ფილიალითაა წარმოდგენილი.

მინისოს დახლები 10 კატეგორიის პროდუქციას აერთიანებს და სხვადასხვა ქვეყნის წარმოების, 10,000-ზე მეტი დასახელების, ფერად-ფერად ნივთს იტევს. მინისოში ყველაფერს ნახავ – საყოფაცხოვრებო, სამოგზაურო, თუ ციფრულ აქსესუარებს, სპორტისა და ფიტნესის ატრიბუტებს, თავის მოვლის საშუალებებს, სათამაშოების სერიებს, სეზონურ პროდუქტებსა და საჩუქრებს ყველა ასაკისა თუ გემოვნების ადამიანისთვის.

მინისო სხვა ბრენდებთანაც მეგობრობს და ამ ეტაპზე, მომხმარებლებს We Bare Bears, Disney, Barbie, Sanrio Intercos, Toy Story, Minions და Coca-Cola-სთან კოლაბორაციით შექმნილი კოლექციებით ანებივრებს. გარდა ამისა, მინისოს დახლებზე Apple-ის მიერ სერტიფიცირებული ციფრული აქსესუარებია წარმოდგენილი.

მინისო საქართველოში 2016 წლის დეკემბერში გამოჩნდა და ერთგულ მომხმარებლებს დღეს უკვე 23 ფილიალში მასპინძლობს.

ამ პერიოდში, მინისომ გარშემო ისეთი ხალხი შემოიკრიბა, ვისაც სჯერა, რომ პატარა დეტალებით ჩვენი ცხოვრების გახალისებაა შესაძლებელი.

Miniso Global და მინისო საქართველო საერთაშორისო ჯილდოების – Red Dot Award, iF Award, License Award და სხვა მრავალი ჯილდოს მფლობელია

მინისოს ნებისმიერი ნივთი ხარისხის მინიმუმ ერთთვიან კონტროლს გადის, რაშიც 300-მდე სპეციალისტისგან შემდგარი საერთაშორისო გუნდი მონაწილეობს და პროდუქტი ბაზარზე მხოლოდ ხარისხის კონტროლის რამდენიმე საფუძვლიანი ეტაპის გავლის შემდეგ ხვდება. მუდმივად განახლებადი, მრავალფეროვანი კოლექციების თითოეულ პროდუქტს უნიკალური დიზაინი და სასარგებლო ფუნქციური დატვირთვა აქვს, რაც სწორედ იმას ემსახურება, რომ ცხოვრება უფრო მხიარული, მარტივი და საინტერესო გახდეს.

This site is registered on wpml.org as a development site. Switch to a production site key to remove this banner.