Cart 0

თქვენ კალათში პროდუქტები არ არის.

ბლოგი

შემოქმედებითი თავსატეხების ახალი ბრენდი ექსკლუზიურად მინისოში

შემოქმედებითი თავსატეხების ახალი ბრენდი ექსკლუზიურად მინისოში

უკვე დიდი ხანია, ქართველი მომხმარებელი მინისოსთან მეგობრობს და კარგად იცის, რომ ამ ფერადი და მხიარული მაღაზიის დახლები აღმოჩენებითაა სავსე. 10 კატეგორიის პროდუქცია, 10,000-ზე მეტი დასახელების არაჩვეულებრივი და უნიკალური ნივთი, ოფიციალური კოლაბორაცია ისეთ მსოფლიო ბრენდებთან, როგორებიცაა Disney, Barbie, Hello Kitty და სხვები — ამ ყველაფერმა მინისო ნებისმიერი ასაკის თუ გემოვნების ადამიანის საყვარელ საშოპინგო სივრცედ აქცია.

ახლა კი, ყველაზე მხიარულ და მრავალფეროვან ბრენდს კიდევ ერთი, არაჩვეულებრივი სიახლე აქვს. თუ თავსატეხების ამოხსნის მოყვარული ხარ, ეს ამბავი განსაკუთრებულად გაგახარებს — ექსკლუზიურად მინისოს დახლებზე,  ასაწყობი სათამაშოების გლობალური ბრენდი, Rolife დაგხვდება.

 

 

Rolife მხიარულ, საგანმანათლებლო და შემოქმედებით თავსატეხებს აერთიანებს. პროდუქციის თემატიკა მრავალფეროვანია — ოთახები, სახლები, თემატური სივრცეები, სხვადასხვა ობიექტი… შესაბამისად, ნებისმიერი ინტერესის ადამიანს შეუძლია, პაწაწინა ნაწილაკებისგან მისთვის სასურველი, ჯადოსნური მინიატურული სამყარო ააწყოს. აღსანიშნავია, რომ Rolife-ის თავსატეხები უმაღლესი ხარისხის მასალებისგან მზადდება და თითოეული, სულ მცირე ნაწილაკიც კი, განსაკუთრებული ოსტატობითაა შექმნილი. ეს კი, საბოლოოდ, პროდუქტის გამძლეობაზეც აისახება — შეგიძლია, ათასჯერ ააწყო და დაშალო. ან, სულაც, მხოლოდ ერთხელ ააწყო და წლების განმავლობაში შეინახო. თითოეული თავსატეხი, აწყობის შემდეგ, უნიკალურ, ინოვაციური დიზაინის ნივთად იქცევა — ზოგი სანათია, ზოგიც, უბრალოდ, დეკორაცია. თუმცა, ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ საბოლოო პროდუქტის შექმნაზე საინტერესო — უშუალოდ, აწყობის პროცესი და ამ სათავგადასავლო, მინიატურულ სამყაროებში მოგზაურობაა.

 

 

                           

 

გარდა იმისა, რომ პროცესი ძალიან სახალისოა და თავსატეხების მოყვარულებს უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს, Rolife-ის სათამაშოების აწყობა აზროვნებისთვისაც არაჩვეულებრივია — ავითარებს პრობლემის გადაჭრის და შემოქმედებითობის უნარებს, ფანტაზიას, სივრცით აღქმას. ამასთან ერთად კი, საგანმანათლებლო ხასიათითაც გამოირჩევა — მაგალითად, შეგიძლია გლობუსის აწყობისას, ბავშვს გეოგრაფია სულ თამაშ-თამაშით ასწავლო. ასე რომ, თუ პატარებისთვის სასარგებლო გასართობის ძიებაში ხარ, Rolife არაჩვეულებრივი არჩევანია. ხოლო თუ თავსატეხების მოყვარული მეგობრისთვის არჩევ საჩუქარს, ამ შემთხვევაშიც, გირჩევთ, მინისოდან Rolife-ის პროდუქცია გამოზიდო. სხვათა შორის, Rolife არა მხოლოდ თავსატეხების მოყვარულების, არამედ, კოლექციონერების საყვარელი ბრენდიცაა — ასე რომ, შეგიძლია კოლექციების მოყვარული მეგობარიც თამამად დაასაჩუქრო.

 

                       

 

მოკლედ, გაიჩინე ან გაუჩინე მეგობრებს სასიამოვნო თავსატეხი და განიტვირთე განსაკუთრებულად. დარწმუნებულები ვართ, ძალიან, ძალიან მოგეწონება და სანამ ბოლომდე არ ააწყობ, ვერ მოწყდები!