პროდუქტი გადაიცვლება/დაბრუნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი მას აღენიშნება ქარხნული წუნი. პროდუქტის გადაცვლის/დაბრუნების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ კომპანიას ელექტრონული ჩათის მეშვეობით და აცნობოთ პროდუქტის გადაცვლის/დაბრუნების შესახებ. ნივთის გადაცვლისთვის/დაბრუნებისთვის აუცილებელია ქვემოთ მოცემული პირობები სრულად იყოს დაცული:
ნივთის შესაცვლელად/დასაბრუნებლად მომხმარებელმა აუცილებლად უნდა წარმოადგინოს შეკვეთის საიდენტიფიკაციო ნომერი და გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება ბანკიდან მოსული სმს-ისა ან საბანკო ამონაწერის სახით.
• ნივთის შეფუთვა უნდა იყოს დაუზიანებელი • ნივთის გადაცვლა შესაძლებელია იმავე ღირებულების ანალოგიურ ნივთში, ხოლო გადასაცვლელი ნივთის მარაგში არ არსებობის შემთხვევაში, გადაცვლა შესაძლებელია ნებისმიერ იმავე ან მეტი ღირებულების სხვა ნივთში თანხის დამატებით.
საგარანტიო პირობები
• ტექნიკის საგარანტიო ვადა – 1 კვირა. • წვრილი ტექნიკის საგარანტიო ვადა – 3 თვე.
საგარანტიო პერიოდი იანგარიშება ნივთის მომხმარებლის მიერ მიღების დღიდან.
ნივთი არ გადაიცვლება და მასზე არ ვრცელდება საგარანტიო პირობები თუ:
• გასულია საგარანტიო ვადა. • ნივთს აღენიშნება ფიზიკური დაზიანების კვალი. • პროდუქტის კომპლექტაცია სრულყოფილად არ არის წარმოდგენილი. • მოწყობილობა არ გამოიყენებოდა მისი დანიშნულების შესაბამისად. • დაზიანება გამოწვეულია ელექტრო გაუმართაობით. • თუ სახეზეა სხვა ისეთი გარემოება, რაც გამორიცხავს გამყიდველის პასუხისმგებლობას.
დააფიქსირე ხარვეზი
10% ფასდაკლება!
მიუთითე შენი მეილი და მიიღე 10%-იანი ფასდაკლება ყველა პროდუქტზე*
ან
გამოიყენე კუპონი miniso5 და ახლავე მიიღე 5% ფასდაკლება!
*ფასდაკლების კუპონი არ ვრცელდება უკვე ფასდაკლებულ პროდუქტებზე