მომხმარებლის ინფორმირება პირდაპირი მარკეტინგის მიზნით პერსონალური მონაცემთა დამუშავების შესახებ
შპს „მინისო ჯორჯია“ (ს/კ: 405164879 ) (შემდგომში – ,,კომპანია’’), მომხმარებლის/მონაცემთა სუბიექტის (შემდგომში – „თქვენ“) თანხმობის შემთხვევაში, უფლებამოსილია პირდაპირი მარკეტინგის მიზნით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები (ტელეფონის ნომერი ან/და ელექტრონული ფოსტის მისამართი).
პირდაპირი მარკეტინგი განიმარტება, როგორც ტელეფონის, ფოსტის, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ელექტრონული საშუალებით მონაცემთა სუბიექტისთვის ინფორმაციის პირდაპირი და უშუალო მიწოდება ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის, საქონლის, იდეის, მომსახურების, სამუშაოს ან/და წამოწყების, აგრეთვე საიმიჯო და სოციალური თემატიკისადმი ინტერესის ფორმირების, შენარჩუნების, რეალიზაციის ან/და მხარდაჭერის მიზნით.
პირდაპირი მარკეტინგის ფარგლებში, კომპანია მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) ან/და ელექტრონული შეტყობინების ფორმით მოგაწვდით ინფორმაციას კომპანიის პროდუქტების, ფასდაკლებების, აქციებისა და შეთავაზებების შესახებ.
პირდაპირი მარკეტინგის მიზნით, თანხმობა შეგიძლიათ განაცხადოთ აქტიური ქმედებით კომპანიის მიერ გამოგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაზე (SMS)საპასუხო შეტყობინების სახით ციფრი „1“-ის გამოგზავნით. თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება აღნიშნული მიზნით, არ წარმოადგენს სავალდებულო ხასიათის მოთხოვნას. თუ არ გსურთ ისარგებლოთ კომპანიის მარკეტინგული ხასიათის შეტყობინებებით, გთხოვთ, გამოგზავნილ შეტყობინებას უპასუხოთ ციფრ „2“-ის გამოგზავნით.“ იმ შემთხვევაში, თუ წინამდებარე შეტყობინებას სრულად უპასუხოდ დატოვებთ, კომპანია იტოვებს უფლებას, აღნიშნული ტიპის ზოგადი ხასიათის შეტყობინება კვლავ გამოგიგზავნოთ სამომავლოდ.
პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავებაზე უარი არ წარმოადგენს კომპანიის მხრიდან მის პროდუქტზე ან/და მომსახურებაზე უარის თქმის საფუძველს. შესაბამისად, გაცხადებული თანხმობა ან უარი არ ახდენს გავლენას პროდუქტის ან/და მომსახურების მიღებაზე.
გაცნობებთ, თქვენ სარგებლობთ ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით მონიჭებული უფლებებით, კერძოდ, მიიღოთ ინფორმაცია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, გაეცნოთ თქვენს პერსონალურ მონაცემს და მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოთ ასლი, უფლება გაქვთ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გასწორება, განახლება და შევსება, უფლება გაქვთ მოითხოვოთ მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან განადგურება, უფლება გაქვთ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დაბლოკვა, უფლება გაქვთ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გადატანა, უფლება გაქვთ გამოიხმოთ თქვენი თანხმობა და ფლობთ ავტომატიზებული ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიღებისა და მასთან დაკავშირებული უფლებებს.
თქვენ უფლებამოსილი ხართ, ნებისმიერ დროს, მარტივად და უსასყიდლოდ უკან გამოიხმოთ თანხმობა მარკეტინგული ხასიათის შეტყობინებების შეწყვეტის თაობაზე. ამ მიზნით, შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიას შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@miniso.ge ,რომლის შემდგომაც შეწყდება წინამდებარე თანხმობით გათვალისწინებული თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ თანხმობის გამოხმობა არ იწვევს თანხმობის გამოხმობამდე და თანხმობის ფარგლებში წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას.
თანხმობის გაცხადების შემთხვევაში, კომპანია თქვენს პერსონალურ მონაცემებს შეინახავს პირდაპირი მარკეტიგნის განხორციელების ვადით, ხოლო თანხმობის გამოხმობისას – მისი გამოხმობიდან ერთი წლის განმავლობაში. ამასთან, კომპანია შეწყვეტს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით თქვენს მონაცემთა დამუშავებას თქვენი შესაბამისი მოთხოვნის – (პირდაპირი მარკეტინგის მიზნით თქვენი მონაცემების დამუშავების შეწყვეტის თაობაზე) მიღებიდან, არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა.
პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ საკითხებზე შეგიძლიათ მიმართოთ კომპანიის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს შპს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრები” (ს/კ:400402435), შემდეგ ელ.ფოსტაზე: info@miniso.ge