მინისოს დახლები 12 კატეგორიის პროდუქციას აერთიანებს და სხვადასხვა ქვეყნის წარმოების, 10,000-ზე მეტი დასახელების, ფერად-ფერად ნივთს იტევს. მინისოში ყველაფერს ნახავ – საყოფაცხოვრებო, სამოგზაურო, თუ ციფრულ აქსესუარებს, სპორტისა და ფიტნესის ატრიბუტებს, თავის მოვლის საშუალებებს, სათამაშოების სერიებს, სეზონურ პროდუქტებსა და საჩუქრებს ყველა ასაკისა თუ გემოვნების ადამიანისთვის.