ალბათ უკვე იცი, რომ მინისოში შემოსულს, უამრავი უჩვეულო, სახალისო და პრაქტიკული ნივთის აღმოჩენა შეგიძლია.
არ აქვს მნიშვნელობა, რა ასაკის ხარ, ან რა ინტერესები და საჭიროებები გაქვს — აქ შენთვის სასურველ ნივთს თუ ადრესატისთვის ზედგამოჭრილ საჩუქარს აუცილებლად აღმოაჩენ. იმიტომ, რომ მინისოში ყველაფერია — სათამაშოები, თმის აქსესუარები, ჩანთები, საკანცელარიო ნივთები, ფიტნესის ატრიბუტები, საყოფაცხოვრებო ნივთები, თავის მოვლის საშუალებები, კოსმეტიკა, ტექნიკა, სამოგზაურო ნივთები თუ ოთხფეხა მეგობრების აქსესუარები…
თუმცა, შენი ინტერესებისა და საჭიროებების დაკმაყოფილებასთან ერთად, მინისოს კიდევ ერთი არაჩვეულებრივობა ახასიათებს. ფერად-ფერადი დახლები, შემობიჯებისთანავე, თვალს აგიჭრელებს — ყველაფერთან ერთად, მინისოში ყველა ფერია!
მწვანე თუ ლურჯი, წითელი თუ ნარინჯისფერი, ყვითელი თუ ცისფერი, ვარდისფერი თუ იასამნისფერი. მინისოს ჭრელ-ჭრელ დახლებზე ათასგვარ ფერად, არაჩვეულებრივ ნივთს იპოვი.
მეტიც, ფერების მთელი სპექტრის გარდა, მინისოში ციმციმა და ბრჭყვიალა ნივთებიც დაგხვდება, რომლებიც მფლობელს ცხოვრებას და თვალებს დანახვისთანავე გაუბრწყინებს.
ამიტომ, თუ შენთვის საყვარელი ფერის ნივთები საკმარისი არასდროს არ არის, მარაგის შესავსებად, დროდადრო, მინისოში უნდა შეიარო. ან, თუ საჩუქარს ეძებ და გინდა, ადრესატი ფავორიტი ფერის საჩუქრებით გაანებივრო, მინისოს ნაირფერი დახლები შენს განკარგულებაშია. თანაც, თითოეულ ფილიალში, პროდუქცია მუდმივად განახლებადია — დახლები ახალ-ახალი, ფერად-ფერადი ნივთებით თვეში რამდენიმეჯერ ივსება, ეს კი, იმას ნიშნავს, რომ ყოველ ჯერზე, როცა მინისოს ესტუმრები, სრულიად ახალ კოლექციას აღმოაჩენ და დაუსრულებელ ფერად თავგადასავალში გადაეშვები.
ამიტომ, მოირბინე მინისოში, დაიხუნძლე საყვარელი ფერის ნივთებით და გაბედნიერდი — მინისოში ყველა ფერია!